კომბლე ის გოგონაა, რომელიც სამყაროს შეცვლის!
ეს ერთი წინადადებით, ხოლო ორი წინადადებით:
კომბლე ის გოგონაა, რომელსაც სჯერა რომ ბავშვების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და თითოეულ ბავშვში უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალია!
კომბლე ის გოგონაა, რომელიც შენთან ერთად, შენი ხელით ქმნის სათამაშოებს და ჭერში ინახავს!
მესამე, რაც შეგვიძლია გითხრათ ისაა, თუ რატომ შევქმენით კომბლე – DIY სათამაშოების ნაკრებები, რომლებიც ბავშვებსა და მათ ოჯახებს საშუალებას აძლევს, ერთად გაატარონ დრო და შექმნან უნიკალური სათამაშოები საკუთარი ხელებით.!
კომბლე პატარა გოგონაა დიდი მიზნებით და ბავშვების ფასტაზიას სიცოცხლე შესძინოს. გარდა ამისა უყვარს წიგნების კითხვა, მეგობრებთან თამაში და სხვისი დახმარება. ამიტომ საიტზე იპოვი ქველმოქმედების ჭერს, სადაც შეგეძლება ნებისმიერი საბავშვო ნაკრები სხვას აჩუქო. შენ შეარჩევ ნაკრებს და ჩვენ შემდეგ მას იმ ბავშვებთან წავიღებთ, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ.
ცოტა ოფიციალურად რომ გითხრათ, კომბლეს მისია მარტივია:
მაკრატლიდან ნემსამდე და ხის პატარა დეტალებამდე, კომბლე არა მხოლოდ სათამაშოა – არამედ ეს არის შემოქმედების, ცოდნისა და სიხარულის მოგზაურობა.
შემოგვიერთდით პატარა შემქმნელების შთაგონებაში და ერთად შევქმნათ ფერადი, საინტერესო სამყარო!
კომბლე სწორედ ასეთი გოგონაა!